წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა არეგულირებს ელექტრონული კომერციის მულტი სისტემის შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ს ვებ გვერდზე პირადი მონაცემების შეგროვებისა, გამოყენებისა და გავრცელების წესებს.

ვებ გვერდის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პოლიტიკას;

სისტემები უფლებამოსილია, მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები და დამატებები პოლიტიკაში ან მის ნებისმიერ ნაწილში. ცვლილებები და დამატებები გამოქვეყნებული იქნება ვებ გვერდზე და მომხმარებლის მიერ ვებ გვერდის შემდგომი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად ცვლილებებსა და დამატებებზე.

სისტემას უფლება აქვს აგროვონ ამგვარი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში, ისეთი ელექტრონული ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა: Cookies, Web Bugs, Pixel Tags და ა.შ.

ამგვარი ინფორმაციის გამოყენება ხორციელდება ვებ გვერდის ადმინისტრირების მიზნებისათვის, ვებ გვერდის ვიზიტორების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზისათვის, სისტემებისა და მის მიერ ავტორიზირებული კომპანიების მიერ მარკეტინგული ღონისძიებების ეფექტურობის შესაფასებლად და ვებ გვერდის სხვა საჭიროებებისათვის.


პირადი ინფორმაციის გავრცელება / გაზიარება

სისტემების მიერ არ განხორციელდება პირადი ინფორმაციის მესამე პირებისა და კომპანიებისათვის გაზიარება, მიყიდვა ან მიქირავება თუ ეს არ არის გათვალისწინებული რომელიმე კონკრეტული სერვისის მუშაობის საჭიროებით.


ინფორმაციის განახლება და კორექტირება

მომხმარებელს აქვს საშუალება განაახლოს ან / და დააკორექტიროს მის მიერ შეყვანილი ინფორმაცია ვებ გვერდზე კორექტირებით.

განახლებისა და კორექტირების შემდგომ შეუძლებელია ძველი ინფორმაციის სამუდამოდ ამოშლა ვებ გვერდიდან, ვინაიდან სისტემების მიერ ხდება მომხმარებლის წარსული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის შენახვა, გარდა ამისა, ვებ გვერდის მომხმარებელთა სრული ბაზა გადის პერიოდულ დაარქივებას უსაფრთხოების მიზნით.


ინფორმაციის უსაფრთხოება

მომხმარებლის მიერ საკუთარი პირად ინფორმაციზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ პაროლის საშუალებით, რომელიც არის დაშიფრული. უსაფრთხოების მიზნით მომხმარებელმა არ უნდა გაუზიაროს არავის საკუთარი პაროლი.

მომხმარებლის პირადი ინფორმაცია განთავსებულია უსაფრთხო სერვერზე, რომელთანაც წვდომა აქვს სისტემების მხოლოდ შეზღუდულ თანამშრომელთა წრეს.

მომხმარებლის მიერ ვებ გვერდზე განთავსებული პირადი ინფორმაცია იშიფრება SSL ტექნოლოგიის გამოყენებით და მხოლოდ ამის შემდეგ ხორციელდება მისი ვებ გვერდზე გადმოცემა.

სამწუხაროდ, დღევანდელი ტექნოლოგიები არ იძლევა ინფორმაციის უსაფრთხოების 100 % - იან გარანტიას. შესაბამისად, სისტემები არ არის პასუხისმგებელი, თუ მესამე პირების მიერ განხორციელდა მომხმარებლების პირად მონაცმებზე არასანქცირებული წვდომა.


ინფორმაციის შეგროვების ელექტრონული ინსტრუმენტების გამოყენება

მომხმარებლის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების უკეთ შესწავლის მიზნით სისტემა უფლებამოსილია გამოიყენოს ინფორმაციის შეგროვების ელექტორნული ინსტრუმენტები, ისეთები როგორციაა: Cookies, Web Bugs, Pixel Tags და ა.შ.

Cookies- არის პატარა ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებელზე. მისი განთავსებაც ხდება მომხმარებლის კომპიუტერში ჩანაწერების შენახვის / შეგროვების მიზნით. აღნიშნული ინსტრუმენტი /ები სისტემას აძლევს საშუალებას დაზოგოს მომხმარებლის დრო ვებ გვერდის სარგებლობისას. ინსტრუმენტი აგროვებს არაპირადულ ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ: თუ რომელი ვებ გვერდზე განთავსებული ბმულის / კავშირის საშუალებით მოხდა სისტემების ვებ გვერდზე გადმოსვლა, ან რომელ ვებ გვერდზე მოხდა სისტემების ვებ გვერდიდან გადასვლა, რა ტიპის საქონლით / მომსახურებით არის დაინტერესებული კონკრეტული მომხმარებელი, რომელი ბმულის / კავშირის გამოყენება ხდება ყველაზე ხშირად, რა ტიპის საქონლის / მომსახურების შეძენას ახორციელებს ყველაზე ხშირად მომხმარებელია და ა.შ. შეგროვებული ინფორმაცია საშუალებას აძლევს სისტემებს შექმნას სპეციალურად კონკრეტულ მომხმარებელზე მორგებული შემოთავაზებები, მომხმარებლის ტრანზაქციების ისტორიიდან გამომდინარე რეკომენდაციები მიაწოდოს.

ბრაუზერების უმეტესობა ავტომატურად იღებს ამ ინსტრუმენტს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ზოგიერთმა ბრაუზერმა მოითხოვის მომხმარებლისგან დამატებითი დასტური. მომხმარებლს შეუძლია არ დაადასტუროს, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა ვებ გვერდის ზოგიერთი სერვისი გახდეს მისთვის ხელმიუწვდომელი. სხვა ინსტურმენტები - სისტემების მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა სტანდარტული ინსტრუმენტებიც მაგ: Web Bugs, Pixel Tags . მათი გამოყენება ხორციელდება სისტემების, ვებ გვერდის ეფექტურობის გასაზომად და მომხმარებლის არაპირადი ინფორმაციის შესაგროვებლად.


სხვა ვებ გვერდების კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე პოლიტიკა არეგულირებს მხოლოდ სისტემების ვებ გვერდზე პირადი მონაცემების შეგროვების გამოყენებისა და გავრცელების წესებს. სხვა ვებ გვერდზე გადასვლით მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს შესაბამისი ვებ გვერდის კონფიდენციალურობის პოლიტიკით, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა სხვა ვებ გვერდზე გადასვლა სისტემების ვებ გვერდზე განთავსებული ბმულის / კავშირის საშუალებით.