ზოგადი მიმოხილვა

შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ის დაგროვებითი ბარათი შემდგომში "Knauf ბარათი", არის შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ს მიერ მომხმარებლისთვის შექმნილი პროდუქტი. შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ის სადილერო ქსელში გაკეთებული კნაუფის პროდუქციის შენაძენები აღირიცხება პლასტიკური ბარათის მეშვეობით და გროვდება ბონუს ქულები. კნაუფის პროდუქცის შეძენით დაგროვილი ქულების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მიიღოს საჩუქრები შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-სგან, რომლებსაც შეარჩევს დაბეჭდილი ან ელექტრონული სასაჩუქრე კატალოგებიდან, შესაბამის მისამართებზე: knauf-card.ge-დან ან www.knauf-card.ge-დან.

  1. Kanuf ბარათის გაცემა:

    1. "Knauf ბარათის" გაცემა ხდება შპს "კნაუფ გიპს თბილისი"-ის დილერების სავაჭრო ობიექტებზე.
    2. "Knauf ბარათ"-ის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის სრულწლოვანი და წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი.
    3. "Knauf ბარათ"-ის გაცემა ხდება უპირობოთ მომხმარებლის მოთხოვნისთანავე შპს "კნაუფ გიპს თბილისი"-ს სადილერო ქსელის სავაჭრო ობიქტებში.
    4. მომხმარებელი რეგისტრაციის ანკეტაზე ხელმოწერით ადასტურებს მისი პირადი მონაცემების სიზუსტეს და თანხმობას გამოთქვამს მიიღოს ნებისმიერი შეტყობინება (მათ შორის სარეკლამო სახის) მითითებული საკონტაქტო საშუალებებით (ტელეფონი, ელ. ფოსტა)
    5. "Knauf ბარათ"-ის მფლობელი ასევე ვალდებულია, შეცვალოს საიტზე მისი პირადი, საანკეტო ინფორმაცია ცვლილების შემთხვევაში.
    6. "Knauf ბარათ"-ის მფლობელს ეკრძალება "Knauf ბარათ"-ზე საკუთარი უფლებების სხვა პირზე გადაცემა.
  2. "Knauf ბარათ"-ის მუშაობის პრინციპი:

    1. "Knauf ბარათი" მოქმედებს განუსაზრვრელი ვადით (გარკვეული შეზღუდვების გარდა. (იხ. პუნქტები 4.1, 4.2).
    2. "Knauf ბარათი" არის შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ს საკუთრება.
    3. "Knauf ბარათი" ანგარიშსწორების საშუალება არ არის, იგი მხოლოდ აგროვებს და ინახავს ინფორმაციას კნაუფის პროდუქციის განხორციელებულ შენაძენებზე.
    4. "Knauf ბარათ"-ის გამოყენება შეიძლება კნაუფის დილერთა ქსელის სავაჭრო ობიექტებში განხორციელებულ კნაუფის პროდუქციის ნებისმიერ შენაძენზე.
    5. "Knauf ბარათ"-ზე ქულების დასარიცხად აუცილებელია კნაუფის პროდუქციის შენაძენის განხორციელებისას "Knauf ბარათი" იქონიოთ თან და გადასცეთ შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ს წარმომადგენელს.
    6. კნაუფის შეძენილ პროდუქტებს აქვს სხვადასხვა ქულები და ყველა კნაუფის პროდუქციის შენაძენზე დაგერიცხებათ შესაბამისი ქულა.
    7. "Knauf ბარათი" ინახავს და აჯამებს კნაუფის პროდუქციის ნებისმიერ შენაძენს.
    8. დაგროვილი ქულები აღირიცხება შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ის მიერ.
    9. დაგროვილი ქულები მომენტალურად აისახება "Knauf ბარათ"-ზე. (გარკვეული გამონაკლისების გარდა იხ. პუნქტი 5.1)
    10. კნაუფის დილერთა სავაჭრო ობიექტებზე ქულები გროვდება ერთნაირად თუ რომელიმე ობიექტზე არ არის რაიმე სახის დამატებითი აქცია, რომლის განხორციელების დროსა და პირობებს განსაზღვრავს შპს “კნაუფ გიპს თბილისი".
  3. საჩუქრების მიღება:

    1. დაგროვილი ქულების გადაცვლა შესაძლებელია შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ს მიერ დადგენილ პროდუქციაზე.
    2. სასაჩუქრე ასორტიმენტში შედის გარკვეული პროდუქცია, რომლის დათვალიერება შესაძლებელია სპეციალურ სასაჩუქრე დაბეჭდილ ან ელექტრონულ კატალოგებში.
    3. ყოველ საჩუქარს შეესაბამება გარკვეული რაოდენობის ქულა რასაც განსაზღვრავს შპს “კნაუფ გიპს თბილისი".
    4. საჩუქრის შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ ვებ გვერდზე: knauf-card.ge-დან ან www.knauf-card.ge-დან.
    5. ვებ საიტიდან გაკეთებული შეკვეთა და ნებისმიერი ოპერაცია ითვლება "Knauf ბარათი"-ს მფლობელის მიერ გაკეთებულ ქმედებად.
    6. საჩუქრის შეკვეთა-მიღების უფლება აქვს მხოლოდ "Knauf ბარათი"-ს მფლობელს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
    7. საჩუქრის შეკვეთა/მიღება დასტურდება სპეციალური დოკუმენტით რომელსაც ხელს აწერს "Knauf ბარათი"-ს მფლობელი.
    8. საჩუქრის შეკვეთის დადასტურებისას "Knauf ბარათი“-დან ჩამოიჭრება საჩუქრის/საჩუქრების შესაბამისი ქულების რაოდენობა.
    9. საჩუქრის შეკვეთა არ მოხდება თუ "Knauf ბარათ“-ზე არ არის ქულების საკმარისი რაოდენობა.
    10. საჩუქრის შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ერთ კონკრეტულ "Knauf ბარათ“-ზე დაგროვილი ქულების სანაცვლოდ.
    11. შეკვეთის გაუქმება, გაცემული საჩუქრის უკან დაბრუნება და მათ სანაცვლოდ ჩამოჭრილი ქულების "Knauf ბარათი“-ს ანგარიშზე დაბრუნება არ ხდება.
    12. საჩუქარს აიღებთ თქვენ მიერ მითითებულ კნაუფის დილერის სავაჭრო ობიექტში.
  4. ბარათის დაბლოკვა-აღდგენა, დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა.:

    1. "Knauf ბარათი“ იბლოკება თუ მასზე არ დაფიქსირდება ტრანზაქცია მისი დარეგისტრირებიდან 3 წლის განმავლობაში.
    2. "Knauf ბარათი“ დაიბლოკება და მასზე დაგროვილი ქულები ანულირდება, იმ შემთხვევაში თუ "Knauf ბარათები“-ს მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნება "Knauf ბარათი“-ს არასანქცირებული ან/და არამართლზომიერი მოხმარება.
    3. დაზიანებული და დაკარგული "Knauf ბარათი“ აღდგება უფასოდ.
    4. 3 წლით გამოუყენებელი "Knauf ბარათი“-ს აღდგენა არ მოხდება და დაგროვებული ქულები ანულირდება.
    5. დაკარგული ან დაზიანებული "Knauf ბარათი“-ს აღსადგენად აუცილებელია "Knauf ბარათი“-ს მფლობელმა შეავსოს სპეციალური განაცხადი შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ს დილერთა სავაჭრო ნებისმიერ ობიექტში.
    6. შევსებული განაცხდის საფუძველზე დაზიანებული ან დაკარგული "Knauf ბარათი“-ს აღდგენა მოხდება მომენტალურად, ხოლო დაგროვილი ქულების გადმორიცხვა 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
    7. ორი სხვადასხვა "Knauf ბარათი“-ს ქულების გაერთიანება და ერთ "Knauf ბარათ“-ზე დარიცხვა შეუძლებელია.
    8. ერთი "Knauf ბარათი“-დან მეორეზე ქულების გადარიცხვა არ ხდება.
  5. შეზღუდვები:

    1. "Knauf ბარათ“-ზე დარიცხული ქულები მომენტალურად არ აისახება თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ასეთ შემთხვევებში ქულები ანგარიშზე აისახება 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
    2. წინამდებარე წესებით დადგენილი პირობები შეიძლება შეიცვალოს შპს “კნაუფ გიპს თბილისი"-ს მიერ, რომელიც სავალდებულო იქნება "Knauf ბარათები“-ს მფლობელებისთვის.


საკონტაქტო ინფორმაცია

შპს "კნაუფ გიპს თბილისი"-ს "Knauf ბარათები"-ს სამსახური
ქიზიყის ქ. 17, 0182 თბილისი
ტელ: +995 322 242502
ფაქსი: +995 322 242 504
Email: [email protected]
web:http://www.knauf.ge