კომპანია კნაუფში აცნობიერებენ რა მსოფლიოში შექმნილ ვითარებას, ატარებენ რიგ ღონისძიებებს ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.
ჩვენ ვინარჩუნებთ თანამშრომლობის მაღალ ხარისხს და ვატარებთ რიგ ღონისძიებებს ჩვენს კლიენტებთან და პარტნიორებთან ვირუსი Covid-19- ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად და დასნებოვნების რისკის შესამცირებლად.
საერთაშორისო მითითებებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2020 წლის 13 მარტიდან კომპანიამ დამატებით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,
შეზღუდა ბიზნეს-მოგზაურობები, შეკრებები, შეხვედრები.
კომპანიის პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. სწორედ ამიტომ, ამ მოტივაციითა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული ზრდადი
შემთხვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის თაობაზე.
გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას!